loader

უმრავლესობას და ოპოზიციას თანაბარი დრო ექნებათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმრავლესობას და ოპოზიციას თანაბარი დრო ექნებათ

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ინფორმაციით, პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას დაგეგმილ დებატებზე საპარლამენტო ოპოზიციას და უმრავლესობას თანაბარი დრო ექნებათ.
ამის შესახებ დავით ბაქრაძემ დღეს პარლამენტში გამართული დახურული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ ხვალ პარლამენტში იქნება ძალიან აქტიური, მწვავე და ამავე დროს კონსტრუქციული პოლიტიკური დებატები. დებატებისას სიტყვით გამოვლენ უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები და მათ 45-45 წუთიანი დრო ექნებათ სასაუბროდ, თუმცა მათ შეეძლებათ ამ დროის გადანაწილება სხვადასხვა წევრებზე.
15-15 წუთი მიეცემათ გამოსასვლელად ფრაქციების თავმჯდომარეებს, 5-წუთიანი გამოსვლის საშუალება კი ექნებათ ვიცე-სპიკერებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს. ასევე, 5-წუთიანი სიტყვით გამოსვლის საშუალება ექნებათ დეპუტატებს: გიორგი ცაგარეიშვილს, ჯონდი ბაღათურიას, დიმიტრი ლორთქიფანიძეს და გურამ ჩახვაძეს.
საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებიდან" ხვალ 4 წევრი გამოვა სიტყვით, კერძოდ, გიორგი თარგამაძე, გიორგი ახვლედიანი, მაგდა ანიკაშვილი და ლევან ვეფხვაძე.
ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში ხვალ, 18:00 საათისთვის გამოვა.