რას ამბობს გია ვოლსკი ბათუმში რუსი ტურისტების განცხადებებთან დაკავშირებით გამოთქმულ პროტესტზე?
ის რუსი მოქალაქეც, ვინც ამბობს, რომ საბჭოთა კავშირი არ დანგრეულა და ის ქართველიც, ვინც მუშტი-კრივით დასდევს მას, გარკვეული მიზნისკენ მიდის და საფრთხისშემცველ ატმოსფეროს ქმნის - პროვოკაციულია ეს ყველაფერი, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ბათუმში საკრუიზო ლაინერის შემოსვლასთან და რუსი ტურისტების განცხადებებთან დაკავშირებით გამოთქმულ პროტესტს.