მარიამ მახნიაშვილი ტორონტოში დაკრძალეს
კანადაში გარდაცვლილი მარიამ მახნიაშვილი ტორონტოში დაკრძალეს. პატიმრობაში მყოფი ვახტანგ მახნიაშვილი შვილის დაკრძალვას ვერ დაესწრო.
კანადური სააგენტო Thestar-ის ცნობით, 6-წლიან სასჯელს მახნიაშვილი ონტარიოს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის, რის გამოც ციხის ადმინისტრაციამ მისი გაშვების ნებართვა არ გასცა. ოჯახის ადვოკატ კელვინ ბარის განცხადებით, კოლონიის ხელმძღვანელმა მიზეზად ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა დაასახელა და დაკრძალვაზე ვახტანგ მახნიაშვილის გაშვება რისკის შემცველად მიიჩნია. ადვოკატის განმარტებით, ვახტანგ მახნიაშვილის გამოშვების თხოვნით ციხის ადმინისტრაციას მისივე მეუღლის, ლელა ტაბიძის თხოვნით მიმართა.
მარიამ მახნიაშვილს კანადის პოლიცია 2009 წლიდან ეძებდა. 17 წლის ქართველი, 14 სექტემბერს ტორონტოს ფორესტ-ჰილის კოლეჯის ტერიტორიიდან დაიკარგა. 2 წელიწადნახევარიანი ძებნის შემდეგ მისი ცხედარი ტორონტოს ხეობაში 9 მარტს ერთ-ერთმა გამვლელმა იპოვნა. მოზარდის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, სიმაღლიდან ვარდნა გახდა. პოლიცია თვითმკვლელობის ვერსიაზეც მუშაობს, რასაც ოჯახი არ ეთანხმება.