მედია - მოსკოვზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
რუსეთის დედაქალაქს წუხელ კვლავ უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს, - ამის შესახებ რუსული "ტელეგრამ- არხები" იუწყებიან.
ვრცელდება ვიდეომასალები, სადაც აფეთქებების ხმები ისმის და ჩანს, რომ ბიზნესცენტრ "მოსკოვი-სიტის" ერთ-ერთი ცათამბჯენიდან კვამლი ამოდის.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ მოსკოვზე თავდასხმის მცდელობისას რამდენიმე დრონი ჩამოაგდო, თუმცა ერთი უპილოტო საფრენი აპარატი "მოსკოვი-სიტის" ერთ-ერთ ცათამბჯენს დაეჯახა და ფასადი დააზიანა.