ზუგდიდში, საპროტესტო აქციაზე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
ზუგდიდში, სავაჭრო ცენტრ "ალიანსთან", დილიდან ხმაური იყო - ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის, მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლები.
როგორც მძღოლები აცხადებენ, ზუგდიდის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი კორუფციული ინტერესების გამო ახალი სადგურის გახსნას ლობირებს და მეორე სადგურში დასაქმებულებს უმუშევრად ტოვებს. ამის გამო მძღოლები იძულებული გახდნენ, საპროტესტო აქცია გაემართათ. მათი მტკიცებით, ზუგდიდის მერია ტრანსპორტის სფეროდან ყოველდღიურად შავი ფულის სახით ე.წ. ატკატებს იღებს.
მძღოლების თქმით, საქმის გარჩევაში ე.წ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული. პრობლემის შესახებ იცის ცენტრალურმა ხელისუფლებამაც.
ვიდეო: "მთავარი არხი"