loader

კორონავირუსის ახალი ვარიანტი EG.5 მკვეთრად იზრდება და უკვე 50 ქვეყანაში დაფიქსირდა - გამოცემა Reuters-ი საზოგადოებას აფრთხილებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კორონავირუსის ახალი ვარიანტი EG.5 მკვეთრად იზრდება და უკვე 50 ქვეყანაში დაფიქსირდა - გამოცემა Reuters-ი საზოგადოებას აფრთხილებს

გამოცემა Reuters-ი აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროებზე დაყრდნობით წერს, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის, EG.5-ის შემთხვევები მკვეთრად იზრდება.

როგორც ცნობილია, EG.5, იგივე „ერისი“, კორონვირუსის „ომიკრონის“ შტამის ქვევარიანტია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ისინი ახალი შტამის გავრცელების დინამიკას ყურადღებით აკვირდებიან, რადგან მისი მუტაცია შესაძლოა სწრაფად გავრცელდეს.

ბოლო მონაცემებით, „ერისით“ დაინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 50 ქვეყანაში დაფიქსირდა და მხოლოდ აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთა 17%-ს EG.5 შტამი დაუდასტურდა.