უახლესი ინფორმაცია რიკოთზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
ამ დროისთვის რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან 45 გვირაბი უკვე გაჭრილია; პროექტით დაგეგმილი 97 ხიდიდან 81 ხიდი უკვე აშენებულია. ამასთან, 12 გვირაბით და 22 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.
ამ დროისთვის რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 86% შესრულებულია.