loader

“ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხზე, რომელზეც ვისაუბრეთ, ეს არის ორმხრივი ვაჭრობა“ - ილია დარჩიაშვილმა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხზე, რომელზეც ვისაუბრეთ, ეს არის ორმხრივი ვაჭრობა“ - ილია დარჩიაშვილმა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

2023 წლის 23 აგვისტოს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა და საგარეო ვაჭრობის, ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრთან, აჯა ლაბიბისთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე. ხაზი გაესვა ბელგიის სამეფოს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.