“წინ ძალიან ბევრი ბედნიერი წელი გვაქვს ჩვენს დიდ ოჯახს“ - რას წერს ჯარჯი თორაძე თათია შარანგიას ხმაურიანი პოსტის შემდეგ
პიანისტმა და ტელეწამყვანმა თათია შარანგიამ გუშინ, 12 სექტემბერს, გულშემატკივრებს მოულოდნელი ინფორმაცია გააცნო და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავის მეუღლეს, ჯარჯი თორაძეს დაშორდა.
ისინი თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ წყვილად მიიჩნეოდნენ და უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა.
"საკუთარი ღირსების ხათრით, დეტალებზე და მიზეზებზე არ ვისაუბრებ, თუმცა თბილისი პატარა ქალაქია და ვთვლი, რომ ყველას ჩვენი ადგილი გვაქვს სოციუმში. თურმე, როგორაც უნდა ეცადო, იყო საუკეთესო, მიძღვნილი მეუღლე, მაინც შეიძლება ფსკერზე აღმოჩნდე. ბოდიში გულშემატკივრებს, ვისაც ჩემს იმედგაცრუებაზე გული დაწყდება. მთავარია, დაცემის შემდეგ ძლიერად წამოდგე ფეხზე და გპირდებით, ამაში არ დაგაღალატებთ" - წერს თათია შარანგია სოციალურ ქსელში.
განცხადების შემდეგ ჯარჯი თორაძემ თავიანთი ქორწილიდან ვიდეოს მონაკვეთი გააზიარა, დღეს კი აღნიშნავს, რომ თათია შარანგიას გაცნობიდან 2 წელი გავიდა:
“გაცნობიდან 2 წელი! წინ ძალიან ბევრი ბედნიერი წელი გვაქვს ჩვენს დიდ ოჯახს“ - წერს ჯარჯი თორაძე.
წყვილს ქორწილი ივნისის თვეში ჰქონდა. თათია შარანგიასთვის ეს მე-3 ქორწინება იყო. პირველად ის ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილზე, ლაშა შევარდნაძეზე იყო დაქორწინებული, მათი ოჯახური თანაცხოვრება სამ წელიწადს გაგრძელდა. ამ ქორწინებიდან თათიას ჰყავს ორი შვილი, ედუარდ და ალექსანდრე შევარდნაძეები. რაც შეეხება ჯარჯი თორაძეს, მას პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.