loader

"სირცხვილია! რას აკეთებ? გეყოფა გოგო! სამარცხვინო ხარ" - კიდევ ერთი დაპირისპირება პარლამენტში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სირცხვილია! რას აკეთებ? გეყოფა გოგო! სამარცხვინო ხარ" - კიდევ ერთი დაპირისპირება პარლამენტში

უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კობახიძეს, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ „რუსის ჯაშუში“ უწოდა და მიმართა: „ირაკლი, შენ ხარ, რუსი“.

აღნიშნულის საპასუხოდ კობახიძემ წითლიძეს შემდეგი სიტყვებით უპასუხა: „აგენტი ხარ, ქალები ნუ ეფარებით ხოლმე, ვითომ კაცებს“.

პარლამენტის სასესიო დარბაზის ფოიეში ვითარება კვლავ დაძაბულია. დაპირისპირების მთავარი თემა ოთარ ფაცხალაძესთან დაკავშირებით სებ-ის მიერ მიღებული საგამონაკლისო წესია.

საპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ ამით დადასტურდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო ინსტიტუტები რუსების ინტერესის სამსახურში ჩააყენა.