"ნუ მიყვირი! წამო, ცალკე გავიდეთ და დავილაპარაკოთ... კამერები არ გვინდა" - მამუკა მდინარაძისა და ალეკო ელისაშვილის დაპირისპირების კადრები
რა იცი ბიჭო, [ოთარ ფარცხალაძე] აგენტი რომაა, დადე მტკიცებულება, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილს.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მტკიცებულებები მათ უნდა დადონ, ვინც ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.
„რა იცი ბიჭო აგენტი რომაა, რა იცი? დადე მტკიცებულება! იმათმა დადონ მტკიცებულება, ვინც დაასანქცირა. მომცენ მტკიცებულებები და გამოვიძიებო ეუბნებიან. მტკიცებულებები მომეციო ეხვეწებიან და არ აძლევენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, ალეკო ელისაშვილმა მდინარაძეს სთხოვა კონტრდაზვერვის სისტემასთან წვდომის უფლების მიცემა, ოთარ ფარცხალაძის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით.