ado.slave('adoceanadvertlinegezdhtljqjof', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });
00:00 / 00:00
Autoplay
ado.slave('adoceanadvertlinegeweojpwjoya', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });

ვრცელდება ილჰამ ალიევის მიმართვა - "ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად აზერბაიჯანმა სუვერენიტეტი აღიდგინა"

10:48 / 21-09-2023

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ჩატარებული ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად ქვეყანამ თავისი სუვერენიტეტი აღიდგინა.

აღნიშნული განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მოსახლეობისთვის მიმართვაში გააკეთა.

ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დიდი გმირობა, სიმამაცე და პროფესიონალიზმი გამოავლინეს.

„რთული რელიეფის პირობებში, გამაგრებული ადგილების არსებობისას, რომლებსაც მოწინააღმდეგე წლების განმავლობაში აგებდა, მაღლობებზე და ხელსაყრელ ადგილებზე მტრის პოზიციების განლაგების მიუხედავად, ჩვენმა სამხედროებმა მოკლე ვადაში ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებას მიაღწიეს. სრულიად განადგურებულია არმიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც სომხეთის მიერ უკანონოდ იყო განლაგებული აზერბაიჯანულ ტერიტორიებზე და დღემდე არ იქნა გაყვანილი, სომხეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების მიუხედავად. განადგურებულია და მწყობრიდან გამოყვანილია სამხედრო ტექნიკაც“, - განაცხადა ალიევმა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ტოტო
ერთხელ და საუდაო აზერბაიჯანა აღადგინა თავისი ტერიტორიული თლიანობა.ასევე საქართველოც აღადგენს თავის ტერიტორიულ თლიანობას.
თარიღი : 21-09-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ახლა კითხულობენ

ბოლო სიახლეები

პოპულარული

ado.slave('adoceanadvertlinegetffqcudtev', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });

ვრცელდება ილჰამ ალიევის მიმართვა - "ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად აზერბაიჯანმა სუვერენიტეტი აღიდგინა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა