Snoop Dogg-ის კონცერტი, რომელიც 23 სექტემბერს ერევანში უნდა გამართულიყო, გადაიდო
ცნობილი ამერიკელი რეპერის, სნუპ დოგის კონცერტი, რომელიც 23 სექტემბერს ერევანში უნდა გამართულიყო, გადაიდო.
ამის შესახებ კონცერტის ორგანიზატორმა კომპანია Doping Space-მა განაცხადა. მათი განცხადებით, კონცერტის გამართვის ახალი თარიღის შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
"ჩვენ მკაცრად ვგმობთ აზერბაიჯანის მიერ 19 სექტემბერს ჩადენილ ფართომასშტაბიან აგრესიასა და დანაშაულს. სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.