loader

“შემოსევაა! ასეთი რამე არ მინახავს, ფანჯრებს ვერ ვხსნით“ - რა კადრებს აქვეყნებს ამ წუთებში ვარკეთილის მოსახლეობა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“შემოსევაა! ასეთი რამე არ მინახავს, ფანჯრებს ვერ ვხსნით“ - რა კადრებს აქვეყნებს ამ წუთებში ვარკეთილის მოსახლეობა?

“მეგობრებო რა ხდება ხომ არ იცით? პატარა კალიების შემოსევაა. სულ ციცქნები არიან, ფანჯრებს ვერ ვხსნით“ - წერს ვარკეთილის მკვიდრი “ვარკეთილის“ ჯგუფში და ვიდეოს აქვეეყნებს.

როგორც აღმოჩნდა იგივე სახის პრობლემა ვარკეთილის და მახლობლად არსებული სხვა უბნების მოსახლეობასაც აწუხებს. მოსახლეობა აღნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტი ჯერ არ უნახავთ. პატარა ზომის მწერები ისეთი რაოდენობით არიან, რომ ისინი ფანჯრებს ვერ აღებენ:

“რაღაც ვერააა რიგზე საიდან შემოესია უცებ ამდენი კალია თითქმის ყველა უბანში, რაღაც გაუშვეს;

ვაზისუბანშიც იგივე სიტუაცია არის დასახლებაში; იგივე ხდება ორხევშიც;

ეს რა ჯანდაბაა, წეღან შემოსევა იყო ბინაში. კუხნაში და ლოჯის ჭერზე იმდენი იყო ლამის გული გამისკდა;

შემოსევა აქვთ სახლში, რა მწერია ხომ არ იცით როგორ მოვაშორო? ისე მწარედ იკბინებიან, ძაან პატარებიც არიან არ ჩანან ისინი არც ფოტოში არც ვიდეოში მარა ესა მწვანეები უფრო მეტია“- წერენ ვარკეთილის ჯგუფის წევრები.