“რატომ იყო ჯერ ხმა და მერე რხევა? რამ გადაგვარჩინა?“ - რა დეტალებზე ამახვილებს სეისმოლოგი ყურადღებას
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა სუხიშვილი, დილით მომდარ 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრის შესახებ დეტალებს განმარტავს:
“დღევანდელი მიწისძვრა თბილისთან იყო უფრო ძლიერი, ვიდრე 2002 წლის აპრილის. რამ გადაგვარჩინა?
1. დღევანდელის ეპიცენტრი იყო თბილისის ყველაზე ახლო უბნებიდან 10+ კმ-ში (შორები - 20+ კმ), 2002 იყო თბილისში;
2. დღევანდელის ჰიპოცენტრი (სიღრმე) იყო ღრმა, მოხდა 27 კმ სიღრმეზე და რხევა ზედაპირზე ამოსვლამდე შედარებით დაცხრა. რატომ იყო ჯერ ხმა და მერე რხევა?მიწისძვრისას მოდის რამდენიმე ტალღა. პირველ ტალღა P-ს (რომელიც სწრაფად ვრცელდება) მოაქვს ეს ხმა, მეორე ტალღა S იწვევს იმ რხევას რომელსაც აღვიქვამთ, კიდევ სხვა ტალღებიცაა მაგრამ არაუშავს.
და საერთოდ, 4.7 არის საშუალოზე სუსტი მიწისძვრა, ამიტომ მასზე “რამ გადაგვარჩინა” კითხვა წესით უადგილოა. მაგრამ თბილისში და საქართველოში, ნაგებობების ხარისხის გამო, ეგეც კი ძალიან გვაშინებს. ასევე, კარგია რომ წვიმების გავლილ “სეზონს” დროში აცდა.“