"მოდი, შენც გაკოცო, კი ხარ ავი, მაგრამ..." - რა კადრები ვრცელდება გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიიდან?
აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალთან ხმაური იყო. ომში დაღუპულის ოჯახის წევრები პრემიერ-მინისტრთან მისვლას ცდილობდნენ, რათა მისთვის დაღუპულთა გადმოსვენებაში დახმარება ეთხოვათ, რისი საშუალებაც მათ ირაკლი ღარიბაშვილის დაცვამ არ მისცა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დედაქალაქის მერ კახა კალაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მას ადგილზე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
სიტუაციის განეიტრალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ სცადა.
"მოდი, შენც გაკოცო, კი ხარ ავი, მაგრამ..." - მიმართა კობა კობალაძემ ომში დაღუპულის ოჯახის წევრებს.