"გვაქვს პენსიის ზრდა" - ვისთვის და რამდენი ლარით იზრდება პენსია
საქართველოში მომავალი წლიდან პენსიები გაიზრდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"მომავალი წლიდან იზრდება ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი, 870 მლნ. აქედან პენსიების ზრდა გვაქვს - 70 წლისა და მეტი ასაკის პირთა პენსია გაიზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი.
ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის 500 ლარი. აქვე შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს პენსია იყო 110 ლარი და 125 ლარი. ახლა არის 415 ლარი და მაღალმთიან დასახლებებში – 500 ლარამდე. ეს არის რეალური შედეგი ჩვენი ხელისუფლების მუშაობის" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.