loader

ირაკლი კობახიძის საგანგებო განცხადება - "შემაშფოთებელია, განსაკუთრებით სამწუხაროა, დაგვჭირდება განმარტებების მოსმენა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი კობახიძის საგანგებო განცხადება - "შემაშფოთებელია, განსაკუთრებით სამწუხაროა, დაგვჭირდება განმარტებების მოსმენა"

ჩვენ, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება განმარტებების მიღება, რატომ დაფინანსდა USAD-ის მიერ ასეთი ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება - არ დავუშვებთ არც რევოლუციას და არც მეორე ფრონტს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებთან დაკავშირებით.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სცენარი რა არის - არეულობა, რევოლუცია და საბოლოო მიზანი - მეორე ფრონტი, რასაც ვერ მიაღწიეს 2022 წლიდან, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი.

ამასთან, კობახიძის თქმით, როგორც ჩანს, ეს მიზანი ჯერ კიდევ არ არის განელებული.