loader

ტურისტებით სავსე ავტობუსი ესტაკადიდან გადავარდა, გარდაიცვალა ათეულობით ადამიანი - უმძიმესი კადრები იტალიიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტურისტებით სავსე ავტობუსი ესტაკადიდან გადავარდა, გარდაიცვალა ათეულობით ადამიანი - უმძიმესი კადრები იტალიიდან

იტალიაში, ვენეციის მახლობლად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა მას შემდეგ, რაც ავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, ესტაკადიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.

ავტობუსი გზიდან გადავიდა და სარკინიგზო ხაზებთან ახლოს ჩავარდა მესტრეს რაიონში, რომელიც ვენეციას ხიდით უკავშირდება. დაშავებულებს შორის 5-ის მდგომარეობა მძიმეა. ავარიის მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია. ერთ-ერთი ვერსიით, ავტობუსის მძღოლი, 40 წლის იტალიელი, რომელიც დაღუპულთა შორისაა, ავარიამდე შეუძლოდ გახდა.

მომხდარს იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი გამოეხმაურა და გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.