ბათუმში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ინციდენტი მოხდა
ბათუმში აფხაზეთიდან დევნილებმა მათთვის ბინების გადაცემის მოთხოვნით დრამატული თეატრის უკან აქცია გამართეს და კარვების გაშლა დაიწყეს, რის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. რამდენიმე ათეული პოლიციელი აქციის მონაწილეებს მაშინ მიუახლოვდა, როცა ისინი კარვებს დგამდნენ.
როგორც "პალიტრატვს" "ქრისტიან-დემოკრატების" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნაზიბროლა ქობულაძე აცხადებს, აქციის ორგანიზატორებს მერიისგან ჰქონდათ საპროტესტო აქციის გამართვის ნებართვა. მისივე თქმით, ახლად აშენებულ დევნილთა კორპუსებში, რომელიც "ბენზეს" დასახლებაში ერთი თვის წინ გაიხსნა, ისეთი ოჯახები არიან შესახლებულნი, რომლებსაც არ აქვთ დევნილის სტატუსი.
აფხაზეთიდან დევნილი 60 ოჯახი ითხოვს ბინას დევნილების კორპუსებში.
"კორპუსებში 35 ოჯახი ცხოვრობს, რომლებსაც დევნილის სტატუსი არა აქვთ. თანაც ხელისუფლებამ ისინი ჩამოიყვანა სხვა რეგიონებიდან, მაშინ როცა ადგილობრივ ლტოლვილებს არ გვაქვს ბინა", - აღნიშნავენ აქციის მონაწილეები