" ბავშვები იარაღით თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთს ტყვია შემთხვევით გაუვარდა" - რა მოხდა გურჯაანში?
გურჯაანში პნევმატური იარაღიდან გასროლით მცირეწლოვანი დაშავდა. მისი მდგომარება კრიტიკულია, ის თბილისში გადაჰყავთ.
არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბავშვები იარაღით თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთს ტყვია შემთხვევით გაუვარდა და მეორეს თვალში მოხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "ფორმულას" უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.