არნახული სიმხეცე - ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ხოცავენ “ჰამასის“ წევრები ყველაფერ ცოცხალს, რაც გზად ხვდებათ და სახლს ცეცხლს უკიდებენ
ვრცელდება ვიდეო ისრაელის მიერ კონტროლირებადი სოფლიდან, კიბუცი ბარიდან, სადაც ტერორისტებმა 100-ზე მეტი ადამიანი დახოცეს. კადრებში ჩანს, რომ ბოევიკები ძაღლს ესვრიან და სახლს ცეცხლს უკიდებენ.
ღაზას სექტორის აღმოსავლეთით, კიბუცი ბარში, რომელიც შაბათს ჰამასის ტერორისტთა თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი იყო, ისრაელის 108 მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს - მათ შორის არიან ქალები და ბავშვებიც.