"ამის ატანა წარმოუდგენელია! ღაზიდან და ირანიდან რეკავენ თამის ოჯახის წევრებთან და ემუქრებიან" - რა ინფორმაციას ავრცელებს ისრაელში დაკარგული ქართველი ებრაელი გოგოს ახლობელი?
ისრაელში ქართველ-ებრაელ გოგოს, თამარ გოლდენბერგს ეძებენ. გოგონა იმ მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც "ჰამასის" წევრები მშვიდობიან მოქალაქეებს თავს დაესხნენ.
დაკარგული გოგოს ახლობელი მარიამ კორტავა სოციალურ ქსელში წერს, რომ თამარ გოლდენბერგის ოჯახმა მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო.
"თამი დაკარგულია და ისევ არაფერი ვიცით.
მოქალაქეები ღაზიდან და ირანიდან, მოქალაქეები და არა "ჰამასის" მებრძოლები, რეკავენ თამის ოჯახის წევრებთან და აშინებენ და ემუქრებიან მათ.
ამ ადამიანმა, რომელიც არ არის "ჰამასის" მებრძოლი, დარეკა თამის დასთან და უთხრა, რომ ცხოვრობს პალესტინაში და მათ ყველას დახოცავს და რომ პალესტინა იქნება სრულად მათი.
მსგავსი შინაარსის შეტყობინებებს იღებენ უამრავს, მრავალნაირი ფორმით: მესიჯები, ზარები, ვიდეოქოლები...
პოლიცია ჩააყენეს საქმის კურსში, მაგრამ ამის ატანა მაშინ, როცა ოჯახის წევრი მეხუთე დღეა დაკარგულია და კვალიც კი არ ჩანს, წარმოუდგენელია" - წერს მარიამ კორტავა.