"ერთი ჩახდილი დარბოდა, მეორე რუსული რუბლებით ფინანსდება" - რას ამბობს კახა კალაძე პროექტ mona.ge-ზე?
როდესაც ხარ აგენტი, შეუძლებელია შენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესი გაატარო, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე პარტიების, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროას" მიერ შექმნილ ახალ პროექტს „მონა.ჯი“-ს.
მისი თქმით, ეს ადამიანები არიან მავნებლები.
„ორი „ლუზერი“ რაღაც სისულელეს რომ აკეთებს, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია. ისინი თავიანთი ფსიქოლოგიით არიან ჩვეულებრივი მავნებლები და ისინი ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის წინააღმდეგ. როდესაც ხარ აგენტი, შეუძლებელია შენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესი გაატარო. არ ვიცი, ერთი ჩახდილი დარბოდა და გვახსოვს, რა შოუებს გვიტარებდა; მეორე რუსული რუბლებით ფინანსდება. როგორ შეიძლება ახლა ამ ადამიანებზე სერიოზული კომენტარი გააკეთო. მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ასეა მაგათი საქმე“, - განაცხადა კალაძემ.