"უზრდელობა არ გეპატიება! გაჩუმდი, თეონა!" - ირაკლი კობახიძე თეონა აქუბარდიას
თეონა აქუბარდია ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ბაძავს, ეტყობა - ზრდილობის ზღვარს მიღმა გავიდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის განხილვა მიმდინარეობს.
ირაკლი კობახიძემ თეონა აქუბარდიას მიმართა, რომ „მისმა პარტიამ“ უნივერსიტეტიდან გააგდო 2010 წელს იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გააკრიტიკა.