ახალი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება - "ძალიან შემაწუხებელია"
ყოველდღიურად თითოეული ჩვენგანი ათობით სმს-შეტყობინებას იღებს, მათი ნაწილი კი სარეკლამო შინაარსის შემცველია, რომლებიც პირდაპირი მარკეტინგის ერთ-ერთი ნაირსახეობაა და ის ჩვენგან დამოუკიდებლად ხორციელდება.
მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, ბიზნესოპერატორს მასთან შეტყობინების გაგზავნა შეუზღუდოს, ეს ფუნქცია ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია.
საინტერესოა, ამ მხრივ რა გამოცდილება აქვთ მოქალაქეებს?
2024 წლის პირველი მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალ კანონში შესული ცვლილების მიხედვით, სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება. რაც ნიშნავს იმას, საჭირო ხდება წინასწარი თანხმობის მოპოვება. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ კომპანიები პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის მონაცემთა დამუშავებას და შესაბამისად, სარეკლამო სმს-შეტყობინებების გაგზავნას, თუმცა მოქალაქეს ნებისმიერ შემთხვევაში აქვს უფლება, უკან გამოიხმოს მიცემული თანხმობა.
როგორც აღმოჩნდა, მოქალაქეები ამ სიახლეს პოზიტიურად ხვდებიან.