ექიმ ლევან რატიანს ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლოში დავა მოუგო - "არ შეიძლება, რომ ერთი ხელთათმანით რამდენიმე პაციენტთან მიხვიდე, არ შეიძლება ეკონომია გააკეთო ასევე ნიღაბზე, როცა ჩვენ გვეუბნეოდნენ "არ გავქვს, გვიჭირს“
ექიმ ლევან რატიანს ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლოში დავა მოუგო. უზენაესმა სასამართლომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელძღვანელს დაავალა, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული ექთანი აღადგინოს და კომპენსაცია გადაუხადოს.
კვაჭაძე აცხადებს, რომ რატიანი მას უსამართლოდ მოექცა. ექთნის თქმით, ლევან რატიანმა ახსნა-განმარტების ბარათში ჩაწერა, თითქოს კვაჭაძეს ინტენსიურ განყოფილებაში ეძინა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და ეს სასამართლომაც დაადასტურა.
ნინო კვაჭაძე ამბობს, რომ რატიანმა საავადმყოფოდან მხოლოდ იმიტომ დაითხოვა, რომ ექთანი შრომის დარღვეულ უფლებებზე ხმამაღლა საუბრობდა.
საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი კი თავს დამნშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ ნინო კვაჭაძე კლინიკაში მუშაობის ღირსი არ იყო. ამის მიუხედავად, რატიანი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს დადგენილებას შეასრულებს და ნინო კვაჭაძეს სამსახურში აღადგენს.