loader

"შანსი 50/50-ზე იყო, თუმცა დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია" - ირაკლი კობახიძე კანდიდატის სტატუსზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შანსი 50/50-ზე იყო, თუმცა დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია" - ირაკლი კობახიძე კანდიდატის სტატუსზე

შანსი 50/50-ზე იყო, თუმცა დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია - კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ თანდათანობით მწიფდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აღნიშნული პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით ხოლმე, რომ შანსი 50/50-ზე იყო, თუმცა დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია. თანდათანობით მწიფდება დადებითი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი სათანადოდ იქნება ბოლომდე მიყვანილი. პრაქტიკულად, მწიფდება ეს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.