"ის მდგომარეობა, რაც დღეს არის, კატეგორიულად მიუღებელია და ძალიან ცუდია, რაც იქ ხდება" - კახა კალაძე გლდანის ტბის შესახებ
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანის რაიონშითეთრი ტბის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია.
თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოითხოვა დადგინდეს, რა კრიტერიუმებით მოხდა აღნიშნული ტერიტორიის გასხვისება. ის არ გამორიცხავს, რომ მფლობელს სივრცე ჩამოერთვას და სახელმწიფოს დაუბრუნდეს.
კახა კალაძემ განმარტა, რომ ტბის ტერიტორიაზე ღრმა კვლევები ჩატარდება.