ვრცელდება ყაჩაღობის კადრები, სადაც საქმის მთავარი ფიგურანტი ჩანს - ვაკეში მდებარე კრიპტოვალუტის გადამცვლელი ოფისიდან მილიონებია წაღებული
„კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული კადრები, კრიპტოვალუტის გადამცვლელ ერთ-ერთ ოფისშია გადაღებული. წუთნახევრიან მასალაში 30 ოქტომბერს მომხდარი ყაჩაღობის დეტალები ჩანს.
სათვალთვალო კამერის ჩანაწერებით ირკვევა, რომ 17 საათსა და 36 წუთზე, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ოფისში რამდენიმე მამაკაცი შევიდა.