loader

ვინ ცხოვრობს თბილისში, ამ ულამაზეს სახლში, რომელსაც "იტალიური ვილა" შეარქვეს და გამვლელების ყურადღებას მუდმივად იქცევს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ ცხოვრობს თბილისში, ამ ულამაზეს სახლში, რომელსაც "იტალიური ვილა" შეარქვეს და გამვლელების ყურადღებას მუდმივად იქცევს

ეს ულამაზესი სახლი გერონტი ქიქოძის ქუჩა № 11-ში მდებარეობს და მას "იტალიური ვილა" შეარქვეს.

სახლი ნავთობით მოვაჭრე ბიზნესმენი ძმების, არკადი და არშაკ მილოვების დაკვეთით აშენდა. არქიტექტორი იყო თბილისელი გაბრიელ ტერ-მიქელოვი.

თაღოვანი, მონუმენტური ფასადი, მაღალი ჭერი, მასიური კარ-ფანჯრები და ლამაზი აივნები შენობას ქალაქის ერთ-ერთ უნიკალურ და სახასიათო არიქტექტურულ ძეგლად აქცევს.

დღეს ამ შენობაში სულ ორი ოჯახი შემორჩა, რომელთა წინაპრებიც აქ გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან ცხოვრობდნენ. ერთ-ერთ მათგანი 67 წლის არჩილ ამირანაშვილია.

ის ფილიპე მახარაძის შვილთაშვილია და ამ სახლში მცხოვრები მეოთხე თაობის წარმომადგენელია. სახლი მას და მის ძმას ეკუთვნით, თუმცა ამჟამად აქ მხოლოდ ის და მეუღლე ცხოვრობენ.