“ყველაფერი დავინახე, მანქანაში ვიჯექი“ - ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული ლევან დოთიაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს
“ყველაფერი დავინახე, მანქანაში ვიჯექი“ - ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული ლევან დოთიაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს
რას ჰყვება ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლებული ლევან დოთიაშვილი - „ფორმულამ“ თამაზ გინტურის მკვლელობის ერთადერთი მოწმის მცირე კომენტარი ექსკლუზიურად მოიპოვა.
უკანონო პატიმრობაში მყოფი ლევან დოთიაშვილი, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ თამაზ გინტურის მკვლელობისას, თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
სუს-ი განმარტავს, რომ ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილებოდა 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.
ვიდეო: "ფორმულა"