"ეს გადაწყვეტილება მიიღო დღეს მთავრობამ" - გიორგი ამილახვარის თქმით, 2024 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტო დაემატება
2024 წლიდან ახალგაზრდობის სააგენტო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადავა
როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ უწყების სახელწოდება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იქნება.