loader

თბილისს საახალწლოდ ახალი ნაძვის ხე ექნება - "15 დეკემბერს ვგეგმავთ მთავარი ნაძვის ხის ანთებას და იქნება შესაბამისი კონცერტი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისს საახალწლოდ ახალი ნაძვის ხე ექნება - "15 დეკემბერს ვგეგმავთ მთავარი ნაძვის ხის ანთებას და იქნება შესაბამისი კონცერტი"

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისს საახალწლოდ ახალი ნაძვის ხე ექნება.

როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რუსთაველის გამზირი საახალწლოდ დეკემბრის დასაწყისში მოირთვება, მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება.

„საახალწლო სამზადისი უკვე დაწყებულია. 30-ზე მეტ ქუჩაზე უკვე განთავსებულია საახალწლო ილუმინაციები. რუსთაველის გამზირი დეკემბრის დასაწყისში ახალი განათებებით მოირთვება. მეტი ვიზიტორი ეყოლება ჩვენს ქალაქს. თბილისი ახალ, 2024 წელს, ახალი მთავარი ნაძვის ხით შეხვდება. გასულ წელს ნაძვის ხეს ცეცხლი მოეკიდა, ფოიერვერკი ესროლეს და სახანძროს ჩართულობით მოხდა ცეცხლის ჩაქრობა. ნაძვის ხე დაზიანდა. მოგვიწია ახალი ნაძვის ხის ყიდვა. 15 დეკემბერს ვგეგმავთ მთავარი ნაძვის ხის ანთებას. იქნება შესაბამისი კონცერტი. 16 დეკემბერს იგეგმება უკვე საახალწლო სოფლის გახსნა. სოფელი განთავსებული იქნება დედა ენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე. ეს ორი ლოკაცია იქნება. რაც შეეხება გალა-კონცერტს, ყველა მსურველს რესპუბლიკის მოედანზე ვუმასპინძლებთ 31 დეკემბერს. გპირდებით, რომ ჩვენი ქალაქი წელს იქნება ძალიან ლამაზი“, - განაცხადა კახა კალაძემ.