loader

საკუთარ სახლში დაჭრეს, დაზიანებები მუცლის არეში აქვს- რა დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი კოსტა სანიკიძეზე თავდასხმასთან დაკავშირებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საკუთარ სახლში დაჭრეს, დაზიანებები მუცლის არეში აქვს- რა დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი კოსტა სანიკიძეზე თავდასხმასთან დაკავშირებით

საკუთარ სახლში დაჭრეს, დაზიანებები მუცლის არეში აქვს- რა დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი კოსტა სანიკიძეზე თავდასხმასთან დაკავშირებით

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი კოსტა სანიკიძე დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაზარალებულს საკუთარ სახლში დაჭრეს, მას დაზიანებები მუცლის არეში აქვს.

გავრცელებული ცნობით, დაჭრილი პირი კოსტა სანიკიძეა, რომელსაც ამჟამად ოპერაცია უტარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.