loader

"დედაჩემმა დაიბარა კრემაცია. ჩვენ ეს სურვილი შევუსრულეთ..." - ხათუნა სამნიძემ კრემაციის რეგულირების შესახებ პარლამენტში კანონპროექტი დააინიცირა, რომელიც არჩევნის თავისუფლებას გულისხმობს, რა მოუვა გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სხეულს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დედაჩემმა დაიბარა კრემაცია. ჩვენ ეს სურვილი შევუსრულეთ..." - ხათუნა სამნიძემ კრემაციის რეგულირების შესახებ პარლამენტში კანონპროექტი დააინიცირა, რომელიც არჩევნის თავისუფლებას გულისხმობს, რა მოუვა გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სხეულს

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ კრემაციის რეგულირების შესახებ პარლამენტში კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტი “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” კანონში ცვლილებებს გულისხმობს. ინიციატივის ავტორის თქმით, მას სურს, შექმნას არჩევნის თავისუფლება, რათა ადამიანმა გარდაცვალების შემდეგ თავად გადაწყვიტოს, რა მოუვიდეს მის სხეულს. კანონპროექტის კენჭისყრა პარლამენტში 27 ნოემბერს გაიმართება

"ხშირად მეკითხებიან, რატომ დავინტერესდი ამ თემით. ეს საკითხი პირადად ჩემს ოჯახს შეეხო. დედაჩემმა დაიბარა კრემაცია. ჩვენ ეს სურვილი შევუსრულეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში ეს ვერ მოხერხდა. ამერიკაში მოგვიწია გადასვენებამ. ვთვლით, რომ ეს ასე არ უნდა ხდებოდეს, ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარ ქვეყანაში მიიღონ ეს სერვისი. ინიციატივის გახმაურების შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი დამიკავშირდა, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ საკითხით," - ამბობს ხათუნა სამნიძე.

ინტერვიუს სრულად სანახავად გადადით ლინკზე: https://kvirispalitra.ge/article/110977-dedachemma-daibara-kremacia-chven-survili-shevusrulet-tumca-xatuna-samnizis-iniciativa-chaanacvleben-tu-ara-sasaplaoebs-krematoriumebi/