loader

"რამდენჯერმე დალია და ერთი წელი მკურნალობდა" - ამ სასმელს, შესაძლოა, ყოველდღე სვამთ, თუმცა მისი მავნე ნივთიერებების შესახებ არაფერი იცით! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რამდენჯერმე დალია და ერთი წელი მკურნალობდა" - ამ სასმელს, შესაძლოა, ყოველდღე სვამთ, თუმცა მისი მავნე ნივთიერებების შესახებ არაფერი იცით!

მხიარული რეკლამითა და მიმზიდველი შეფუთვის დიზაინით ცნობილ ენერგეტიკულ სასამელს ამერიკაში 21 წლის ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პანერას ფირმის ენერგეტიკული ლიმონათის მიღების შემდეგ სარა კაცი გულის შეტევით გარდაიცვალა, რადგან ენერგეტიკულ სასმელებში არსებულმა კოფეინის მაღალმა დონემ გულისცემისა და არტერიული წნევის მატება გამოიწვია, რაც ლეტალური შედეგით დასრულდა ისედაც გულის პრობლემები მქონე 21 წლის სტუდენტისთვის.

ენერგიის სწრაფი მატებისთვის შექმნილი სითხეების ეტიკეტზე ნახავთ შემადგენლობას: კეფეინს, შაქარს, "ბ" ვიტამინსა და ამინომჟავებს, რაც ზრდასრულებში ჯანმრთელობის დამატებით რისკებს ქმნის. თუმცა ბოლო წლებში მატონიზირებელი სითხეების ხშირი მომხმარებლები ბავშვებიც გახდნენ.

ამბობენ, რომ ამ გზით ენერგიის აღდგენასა და დღის განმავლობაში ძილიანობასთან გამკლავებას ახერხებენ. სინამდვილეში კი, ზოგიერთი ენერგეტიკული სასმლის ერთი პორცია იმდენივე კოფეინს შეიცავს, რამდენსაც მაგალითად, ექვსი ქილა "კოკა-კოლა" ერთად.

პედიატრები და მშობლები შეერთებული შტატების მთავრობას მოუწოდებენ, კოფეინის შემცველ ენერგეტიკულ სასმელებზე რეგულაციები შემუშავდეს, რადგან ბავშვებისთვის კოფეინის დადასტურებულად უსაფრთხო დოზა არ არსებობს. დარგის სპეციალისტები გირჩევენ, რომ მატონიზირებელი სითხის მიღებამდე, შეამოწმოთ კოფეინისა და გლუკოზის შემცველობა.