დეპუტატები პრეზიდენტს ტაშით შეხვდნენ
პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა დაიწყო. პარლამენტის დარბაზში პრეზიდენტის შესვლას დეპუტატები ტაშით შეხვდნენ. პრეზიდენტს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც უსმენენ. მიხეილ სააკაშვილმა ელჩებს სიტყვით გამოსვლის დასაწყისშივე მიმართა და მოუწოდა, ისინი დებატებსაც დაესწრონ. "თუ გინდათ იცოდეთ, რა ხდება ქვეყანაში, გთხოვთ დარჩეთ ბოლომდე და მოისმინოთ დებატები",-მიმართა პრეზიდენტმა ელჩებს.
პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას ქვეყნის კონსტიტუცია ითვალისწინებს. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად კი, ის, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.
რეგლამენტითვე, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ცხადდება ორსაათიანი შესვენება, რის შემდეგაც იწყება ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები, რომელთა ხანგრძლივობაც პარლამენტის ბიურომ უნდა დაადგინოს. თუმცა, როგორც წესი, პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, შესვენება უფრო მცირე დროით ცხადდება ხოლმე.
რაც შეეხება გამოსვლებს, გადაწყდა, რომ წელსაც, ისევე, როგორც შარშან, დეპუტატების გამოსვლები დებატების ფორმატში წარიმართება და სიტყვით გამოსვლის უფლება მიეცემათ როგორც ფრაქციების თავმჯდომარეებს, ისე უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებს, ვიცე-სპიკერებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს.
უმრავლესობას და უმცირესობას გამოსვლისთვის 45-45 წუთი მიეცემათ, 15-15 წუთი ფრაქციების თავმჯდომარეებს, ვიცე-სპიკერებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს კი 5-5- წუთი.
ცნობილია, რომ დღეს სიტყვით გამოვლენ ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარე გია თორთლაძე, "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი ახვლედიანი და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე პეტრე ცისკარიშვილი. საპარლამენტო უმცირესობიდან და ვიცე-სპიკერებიდან – გიორგი თარგამაძე, პაატა დავითაია, ლევან ვეფხვაძე, მაგდა ანიკაშვილი, გურამ ჩახვაძე და დიმიტრი ლორთქიფანიძე. დამოუკიდებელი დეპუტატებიდან – გიორგი ცაგარეიშვილი და ჯონდი ბაღათურია.
რაც შეეხება უმრავლესობას, ჯერჯერობით უცნობია, რომელ დეპუტატებზე გადანაწილდება უმრავლესობისთვის გამოყოფილი 45 წუთი.
შარშან დებატებში თავად პრეზიდენტიც ჩაერთო და ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დასმულ საკითხებს პლენარულ სხდომათა დარბაზის ოპოზიციისთვის განკუთვნილი ტრიბუნიდან უპასუხა.
პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დებატების შემდეგ შესაძლოა მიიღონ რეზოლუცია, თუმცა, უკანასკნელ წლებში პარლამენტში ასეთი პრაქტიკა არ არსებობს.