"ჩვენ, საერთოდ, უფრო მეტიც, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ვითხოვდით" - "კაბუ" ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
ქალზე ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული მსახიობი და მომღერალი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. მას სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რომლის გადახდის შემდეგ დაუყოვნებლივ გათავისუფლდება.
"ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვლება, იმიტომ, რომ საკმაოდ სამართლიანია ეს გადაწყვეტილება. ჩვენ, საერთოდ, უფრო მეტიც, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ვითხოვდით", - ამბობს ადვოკატი დავით სანაძე "მთავარ არხთან".