loader

"მთელი დღეა შინაგანად მაკანკალებს" - რას ამბობს ქალი, რომლის მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც ბავშვს ფულს ჩუქნის,  კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მთელი დღეა შინაგანად მაკანკალებს" - რას ამბობს ქალი, რომლის მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც ბავშვს ფულს ჩუქნის,  კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა

გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ პა­ტა­რა ბიჭს, რო­მე­ლიც ყვა­ვი­ლებს ყი­დის, გამ­ვლე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ეხ­მა­რე­ბა. ვი­დე­ო­ში ქალი პა­ტა­რას რამ­დე­ნი­მე ასეული ლა­რის კუ­პი­უ­რას აძ­ლევს და ბო­ლოს - დო­ლარს. ბავ­შვი ტი­რილს იწყებს, ამ­ბობს, რომ გრი­პი აქვს და წამ­ლის­თვის თან­ხა სჭირ­დე­ბა.

ვი­დეო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა. მათი დიდი ნა­წი­ლი უც­ნობ ქალს აქებ­და, თუმ­ცა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი წე­რენ, რომ არას­რულ­წლო­ვნის ვი­დე­ოს ამ სა­ხით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია.

როგორც ირკვევა, ქალი, რომელიც არასრულწლოვანს ფულს ჩუქნის, სტომატოლოგი ზიზი ჭელიძეა. აი, რას წერს "ფეისბუქზე":

"მოკლედ, მთელი დღეა შინაგანად მაკანკალებს, ამდენი ემოცია ჩემთვის ძალიან რთულია. დამიჯერეთ, კომენტარებსაც ვერ ვკითხულობ, მაგრამ იმდენი მწერს პირადში და იმდენი აზიარებს, რომ რთულია, გვერდი აუარო ამ ამბავს. ჩემი სიმართლის მტკიცებას არ ვაპირებ, რადგან ვინც საჭიროა და ვინც ჩემთვის რამეს წარმოადგენს, ყველამ იცის, როგორი ხასიათი მაქვს.

არაფერს ვნანობ და ვაპირებ ამ ბავშვს მივაკითხო და ერთად ჩავწერთ ძალიან კარგ ვიდეოს, რასაც ვერავინ გააპროტესტებს. მე მინდა ყველა უცნობს თუ ნაცნობს დიდი სიყვარულით მადლობა გადავუხადო ამ სიტყვებისთვის! ამ სიყვარულისთვის. მივხვდი, რომ ტყუილად არ მიკეთებია ამდენი რამ! მიყვარხართ მე თქვენ ძალიან და მომიტევეთ, თუ გაგაღიზიანეთ" - წერს ზიზი ჭელიძე.