loader

“თბილისში, სპორტულ სკოლა ინტერნატში ჩამიყვანა მამაჩემმა, სინჯებზე თავი წარმოვაჩინე, მაგრამ 500 მანეთი იყო გადასახდელი- მამაჩემს ჰყავდა მოტოციკლეტი, რომელიც შვილივით უყვარდა და მოუწია გაყიდვა“- თემურ ქეცბაია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“თბილისში, სპორტულ სკოლა ინტერნატში ჩამიყვანა მამაჩემმა, სინჯებზე თავი წარმოვაჩინე, მაგრამ 500 მანეთი იყო გადასახდელი- მამაჩემს ჰყავდა მოტოციკლეტი, რომელიც შვილივით უყვარდა და მოუწია გაყიდვა“- თემურ ქეცბაია

“მე-6 კლასში ვიყავი, როცა თბილისში, სპორტულ სკოლა ინტერნატში ჩამიყვანა მამაჩემმა. იქ სინჯები იყო, სადაც თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინე, მაგრამ გაკვეული თანხა იყო გადასახდელი, რომ დავეტოვებინეთ. 500 მანეთი იყო საჭირო. მაშინ მამაჩემს ჰყავდა მოტოციკლეტი, რომელიც შვილივით უყვარდა და მოუწია ამ მოტოციკლეტის გაყიდვა, იმისთვის რომ მე სპორტულ სკოლაში ვყოფილიყავი. ამას როგორ დავივიწყებდი, რა თქმა უნდა შვილისთვის ყველაფერს გაიღებ, მაგრამ მარტო მე არ ვიყავი, ჩემს გარდა 3 შვილი ჰყავდა მამაჩემს. მთელი ცხოვრება მახსოვდა ეს მომენტი და ამან დიდი მოტივაცია მომცა, გამეკეთებინა მაქსიმუმი, იმისთვის რომ მამაჩემის იმედი გამემართლებინა."

ვიდეო: სთორი