loader

რა დაემართა ახალგაზრდა ქალს ტუჩის ფილერის გაკეთების შემდეგ - "ორი კვირის შემდეგ, დილით ვიღვიძებ და ვგრძნობ სიმაგრეს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა დაემართა ახალგაზრდა ქალს ტუჩის ფილერის გაკეთების შემდეგ - "ორი კვირის შემდეგ, დილით ვიღვიძებ და ვგრძნობ სიმაგრეს"

ბუნებრივი შემავსებელი და სხვადასხვა სახის ინიექცია, რომელიც 21-ე საუკუნეში სილამაზის ინდუსტრიაში აქტიურად გამოიყენება, შესაძლოა, სახიფათო აღმოჩნდეს და მომხმარებელი სილამაზის მსხვერპლიც კი გახდეს.

გავრცელებული აზრის თანახმად, ტუჩის აუგმენტაცია მოიაზრება, როგორც მარტივი პროცედურა, თუმცა არასწორად გაკეთებულ ინიექციებს უამრავი მსხვერპლი ჰყავს როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. ინიექციამ, შესაძლოა, ცუდ შედეგამდე მიიყვანოს პაციენტი და მას განუვითარდეს შემდეგი დაავადებები: ნეკროზი, თვალის ბადურის ჩამოშლა, იშემია და ემბოლია.

ხშირად დაზარალებული პაციენტები ექიმებსა და კოსმეტოლოგიურ კაბინეტებს უჩივიან. ერთ-ერთი მათგანი, ერიკა ზარანდია, ჩვენთან საუბრის დროს ჰყვება, რა გართულებები ჰქონდა ტუჩის შემავსებლის გაკეთების შემდეგ.

„ქუთაისში, სალონ „გლამურში“ გავიკეთე ტუჩის აუგმენტაცია, კოსმეტოლოგ თაკო ლიპარიშვილთან. პროცედურიდან 2 კვირის შემდეგ ტუჩის როგორც შიდა მხარეს, ისე გარე მხარეს გამიჩნდა ე.წ. ბურთები, სიწითლე და სიმაგრე. მივმართე თაკოს. მან მითხრა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ჰერპესი ან პირი ღრუს ინფექცია“ - ერიკა ზარანდია.

ერიკა საქართველოში არ ცხოვრობს. მან უცხოელ ექიმებს მიმართა პრობლემის მოსაგვარებლად, კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ფილერი არასწორ შრეში გაუკეთეს.