"საზიზღარი ვიდეომონტაჟი ვნახე საკუთარ თავზე - ამას ასე ვერ დავტოვებდი" - რა თქვა ბაბი კირკიტაძემ გამომძიებლებთან შეხვედრამდე?
ამ წუთებში გამომძიებლების შეკითხვებს ბაბი კირიკიტაძე პასუხობს. მომღერალი საგამოძიებო უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც საჯაროდ დაწერა, რომ ღირსების შემლახავი კადრები გაუვრცელეს.
კოკა კაციტაძის უწყებაში ის ადვოკატთან ერთად მივიდა. ჟურნალისტებს კი უთხრა, რომ კადრები, რომელიც რამდენიმე სოციალურ პლატფორმაზე ატვირთეს, მრავალჯერადად დამონტაჟებულია.
ახლა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა დაადგინოს, ვინ გაავრცელა მასალა, რომელიც მომღერლის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.
ვიდეო: "ფორმულა"