"მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება" - ირაკლი ღარიბაშვილი
საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა, ძალიან დიდი დარტყმა მიადგა განათლების სისტემას - შემდეგ იყო 2004 წელს ჩატარებული ვითომ რეფორმები, შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად, მოანგრიეს მთელი სისტემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, „ეს იყო მცდელობა, შეეცვალათ ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩვენი დნმ, ჩვენი ქართველობა“.