"მინდა ვთხოვო ქალაქის მერს" - მევლუდ მელაძე კახა კალაძეს მიმართავს
მინდა ვთხოვო ქალაქის მერს, სასწრაფოდ მოიწვიონ ყველა მიმართულების სპეციალისტი, მოხდეს გლობალური გადახედვა და ვიპოვოთ გასაღები იმისა, თუ როგორ უნდა მოვაწყოთ ქალაქი ისე, რომ არ ვიდგეთ საცობში - ამის შესახებ ტრანსპორტის საკითხების ექსპერტმა, „საქართველოს საავტომობილო ფედერაციის" ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "საქმე" განაცხადა.