"მარტო ჩემი ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რატომ გამოდიოდა ასე გემრიელი, არავის ვეუბნებოდი" - "მასტერშეფის" ფინალისტი ვაჟა წულუკიძე
კულინარიული შოუ ,,მასტერშეფის” ფინალისტი ვაჟა წულუკიძე, ბლოგის გამომწერებს ტოლმის საფირმო რეცეპტს უზიარებს და მთავარ საიდუმლოსაც უმხელს.,,ყველა სტუმარი ელოდება ხოლმე, როდის შემოვიტან სუფრაზე ტოლმას. ჩემმა ცხონებულმა ბებიამ მასწავლა და მუდამ მისი რეცეპტით ვაკეთებ… ზეთს და მაიონეზს ვამატებ, რომ უფრო სველი და გემრიელი გამოვიდეს. მარტო ჩემი ოჯახის წევრებმა იცოდნენ, რატომ გამოდიოდა ასე გემრიელი, არავის ვეუბნებოდი” – ამბობს ვაჟა წულუკიძე. მისი ტოლმა კი ასე მზადდება:
გულსართისათვის დაგვჭირდება: საქონლის ხორცი 1 500 გრ. ღორის ხორცი 500 გრ. ბრინჯი 400 გრ. ხახვი 300 გრ. ქინძი, მარილი, შავი პილპილი, ზეთი, მაიონეზი, ხმელი რეჰანი, ნედლი რეჰანი, ნიორი, დაღერღილი წიწაკა, მწვანე წიწაკა, კომბოსტო, კომში, ტომატ-პასტა.
მომზადება: ფარშს, ბრინჯს, გატარებულ ხახვს, ქინძს, შავ პილპილს, ხმელ რეჰანს, ნიორს, მწვანე და დაღერღილ წიწაკას, მარილს, ცოტაოდენ ზეთსა და მაიონეზს ერთმანეთში გადაურევთ და მოწალულ კომბოსტოში შეახვევთ.
ქვაბს ქვემოთ დაუფინეთ კომბოსტოს და რეჰანის ფოთლები, დაალაგეთ ტოლმა, მომდევნო ფენას ისევ მოაყარეთ რეჰანის ფოთოლი და კომშის ნაჭრები. ასე გაიმეორეთ ისევ. ბოლოს მოასხით წყალში გახსნილი ტომატ-პასტა და მოხარშეთ.