loader

უმძიმესი ამბავი - ბინაში 5 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს, დაღუპული ქალი და მისი ოთხი მცირეწლოვანი შვილია - შემთხვევა  პარიზთან მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი ამბავი - ბინაში 5 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს, დაღუპული ქალი და მისი ოთხი მცირეწლოვანი შვილია - შემთხვევა  პარიზთან მოხდა

საფრანგეთის პროკურატურამ სამშაბათს განაცხადა, რომ შობის დღეს პარიზთან ახლოს მდებარე ბინაში ხუთი ცხედარი იპოვეს.

შემთხვევა ქალაქ მეოსში მოხდა, დაახლოებით 40 კილომეტრში პარიზის ცენტრიდან აღმოსავლეთით, ჩრდილოეთ ილ-დე-ფრანსის რეგიონში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მსხვერპლი ქალი და მისი ოთხი მცირეწლოვანი შვილია.

საინფორმაციო ვებსაიტის, Actu17-ის ცნობით, რომელმაც პირველად გაავრცელა ინფორმაცია, პოლიცია ეძებს 33 წლის მამას, რომელიც "გაქცეულია".

პოლიცია ჯერ არ აკონკრეტებს გარდაცვალების მიზეზს ან მსხვერპლთა ასაკს.