"ბაბეტა მაგ ტერიტორიაზე ერთ-ერთ კლუბში მუშაობდა... სავარაუდოდ, იყო ნასვამი, ადგილზე ასე ამბობდნენ..." - რას ჰყვება მარი ბაბეტას გარდაცვალებაზე მისი მეგობარი
წუხელ, გვიან ღამით, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოცეკვავე მარი ბაბეტა ემსხვერპლა. ტრაგიკული შემთხვევა შარდენის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 03:30 საათზე მოხდა.
მომხდარის თაობაზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიით, ქალმა ჯერ თვითმკვლელობა სცადა, თუმცა მას შემდეგ, რაც ხელი შეუშალეს, უკან გზაზე გადმოსვლისას "მერსედესის" მარკის ავტომობილი დაეჯახა. შსს-მ უკვე ამოიღო კამერების ჩანაწერები, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, გამოკითხულია ავტომობილის მძღოლიც.
დამოუკიდებელი ჟურნალისტი გურამ არუთინაშვილი პირველი იყო, ვინც შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა და ადგილიდან ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც გარდაცვლილი ჩანს. გოგა არუთინაშვილს Ambebi.ge ესაუბრა:
"წუხელ, მომხდარიდან დაახლოებით 20 წუთში მივედი ადგილზე, პოლიცია უკვე იქ იყო. თვითმხილველები ჰყვებოდნენ, რომ მარიმ მტკვარში სცადა გადახტომა და ადგილზე მყოფებმა ხელი შეუშალეს, რის შემდეგაც სცადა, რომ მანქანას შევარდნოდა. ბაბეტა მაგ ტერიტორიაზე ერთ-ერთ კლუბში მუშაობდა და დიდი ალბათობით, ცეკვის შემდეგ შინ ბრუნდებოდა, რადგან ცხედრის გვერდით ნახეს ჩანთა, რომელშიც მისი გამოსაცვლელი ტანსაცმელი იდო. სავარაუდოდ, იყო ნასვამი, ადგილზე ასე ამბობდნენ, მტკვარში გადახტომის გამო ხელი შუშალეს და შემდეგ "მერსედესის" მარკის მანქანას შეუვარდა."
ინტერვიუს ვრცლად სანახავად გადადით ლინკზე: https://www.ambebi.ge/article/304026-babeta-mag-teritoriaze-ert-ert-klubshi-mushaobda-da/?fbclid=IwAR0I8AfhcSWCNdGi1WJ9nRNhwBr2IVKKvwTuGiGEo_fuKKer1D-bt5byiWI