13 წლის მოზარდი გახდა მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელმაც Tetris-ი „დახურა"- 1984 წელს შექმნილ თამაშში გამარჯვება აქამდე ვერავინ შეძლო
13 წლის ვილის გიბსონი გახდა მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელმაც Tetris-ი „დახურა".
999999 ანგარიშის დაფიქსირების შემდეგ მას ისტორიული მიღწევისთვის 38 წუთი დასჭირდა.
ცნობილი თამაში საბჭოთა ინჟინერმა ალექსეი პაჯიტნოვმა 1984 წელს შექმნა და ბევრი ფიქრობდა, რომ მისი „დამარცხება" მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტს შეეძლო.