მძიმე კადრები ირანიდან, სადაც აფეთქებების შედეგად, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა
ირანში, გენერალ ყასემ სულეიმანის საფლავთან, აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ირანის ცენტრალურ ქალაქ ქერმანში, გენერალ ყასემ სულეიმანის გარდაცვალების მეოთხე წლისთავზე, ორი აფეთქება მოხდა.
„აფეთქებები ტერორისტულმა თავდასხმებმა გამოიწვია“, - განუცხადა სახელმწიფო მედიას ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა.
ცნობისთვის, გენერალი ყასემ სულეიმანი 2020 წლის იანვარში აშშ-ის მიერ უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული შეტევის შედეგად დაიღუპა.